ლაბორატორიული გამოცდა-ტესტირებები
„ელვარეს“ საწარმოში არსებული საგამოცდო ლაბორატორია აღჭურვილია „ОМПИК-3i“ სრულად ავტომატიზებული დანადგარით, რომელიც მაღალი ძაბვის გამოყენებით უზრუნველყოფს საკაბელო პროდუქციის ხარისხის სრული ციკლით გამოცდას.
გამოცდის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ ტესტებს:
- საკაბელო პროდუქციის ტესტირება მაღალი ძაბვით (GOST 2990-78);
- კაბელის დენგამტარი ღერის საიზოლაციო რეზისტენტობის გაზომვა (GOST 3345-76);
- კაბელის დენგამტარი ღერის ელექტრო წინააღმდეგობის გაზომვა (GOST 7229-76);
- გამოსაცდელი კაბელის გაწვა როგორც ცვალებადი ასევე მუდმივი ძაბვით.
სამშენებლო სიგრძეების საკაბელო პროდუქციის ტესტირება
გამოსაცდელი დანადგარი აღჭურვადია ავტომატური კომპენსაციის რეაქტიული სიმძლავრეებით, რაც სამშენებლო სიგრძეების საკაბელო პროდუქციის მაღალი ელექტრული ტევადობით ტესტირების შესაძლებლობას იძლევა. ავტომატური კომპენსაციის მოწყობილობა აგებულია ელექტრონული მართვის რეაქტორის ბაზაზე, შესაბამისად არ აქვს მექანიკური რეგულატორები.
სინუსოიდური საგამოცდო ძაბვა
დანადგარში გამოიყენება სინუსოიდური საგამოცდო ძაბვის შინაგანი გენერატორი, რაც ქსელის ძაბვის ტესტირებაზე ცდომილებითი გავლენის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.