ვაკანსიები

ვაკანსიები

შესავალი

კომპანია „ელვარე“აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ელვარე ევროსტანდარტების დაცვით ქმნის და აწარმოებს,  ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, დაბალი ძაბვის  ელექტრო ძალოვან, საკონტროლო და სამშენებლო  კაბელებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საიმედოობით.

სამუშაო აღწერილობა

Ø  გაყიდვების მაქსიმიზაცია პორტფელში არსებულ კლიენტებზე

   *კლიენტებისგან პროდუქციაზე მოთხოვნის მიღება / დეტალების დაზუსტება

   *კომერციული შეთავაზების ჩამოყალიბება, მიწოდება და ყველა დეტალის კლიენტთან  წინასწარ შეთანხმება

   *სიტუაციიდან გამომდინარე ფასდაკლებაზე გადაწყვეტილების მიღება

   *ელექტროსამონტაჟო საქონლის კატეგორიის მენეჯერთან თანამშრომლობა კლიენტის შეკვეთის სრულად დასაკმაყოფილებლად.

Ø  შეკვეთების შესრულების მონიტორინგი / კლიენტის კმაყოფილების მართვა

   *შეკვეთების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი

   *შესაძლო შეფერხებების გამოვლენა და კლიენტთან კომუნიკაცია

   *კლიენტებთან უკუკავშირი, საჭირო დეტალების შეთანხმება

Ø  კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება

   *კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია, უკმაყოფილების შემთხვევების გამოვლენა, მიზეზების აღმოფხვრა

   *წინადადებების დაყენება კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე

   *კლიენტების მიერ შესყიდვების ანალიზი, კლიენტის დაკარგვის საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება

Ø  კონკურენტების ფასების ანალიზი და ცვლილებების ინიცირება

   *კონკურენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვება

   *ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით წინადადებების დაყენება

   *გაყიდვების / მარაგების ანალიზი და ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • *უმაღლესი განათლება
  • *მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
  • *საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • *ინგლისური ენის ცოდნა;
  • *მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • *პრეზენტაციის უნარი;
  • *ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • *დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • *მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა