ელვარემ ISO 9001 სერტიფიკატი მოიპოვა

ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად სასიხარულო აღიარება: „ენ ერ ჯი ჯორჯია“-მ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001 სერტიფიკატი მოიპოვა
ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ორგანიზაციისა და საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს.
ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული, ხარისხის სინონიმად მიიჩნევა და ხაზს უსვამს კომპანიის პრესტიჟულობას.
ISO 9001 ეს არის დანერგილი სისტემა, რომ მართო ყველა რგოლი დაწყებული ნედლეულის შესყიდვის, დახარისხების, საწარმო კონტროლის მექანიზმებიდან და დამთავრებული საფრთხეების კონტროლით. ეს არის მთელი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს საწარმოში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას.